დაგვიკავშირდით arrow_outward
call 551 99 01 82 mail info@greenpaper.ge schedule ორშ–პარ · 10:00–18:00 location_on ნატახტარი, მცხეთა
დაგვიკავშირდით
apartmentკომპანია

ჩვენს შესახებ

Green Paper დაარსდა 2021 წელს. ჩვენი საქმიანობის საფუძველია მეორადი ქაღალდის შეგროვება, გადამუშავება და მისი კვლავ საწარმოო ციკლში დაბრუნება. ვქმნით სტაბილურ და ხარისხიან პროდუქციას და ვუწყობთ ხელს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

history_eduვინ ვართ

მეორადი ქაღალდიდან — ახალ პროდუქტამდე

2021 წლიდან ჩვენი მიზანია შევქმნათ სტაბილური და ხარისხიანი პროდუქცია, შევამციროთ ქაღალდის ნარჩენები და ხელი შევუწყოთ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

საწარმოში დანერგილი სამუშაო პროცესები უზრუნველყოფს ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის მიწოდებამდე ყველა ეტაპის თანმიმდევრულ მართვასა და კონტროლს.

ვიღებთ შესაბამისი კატეგორიის მეორად ქაღალდს, ვახორციელებთ მის დახარისხებას, გადამუშავებასა და საწარმოო პროცესისთვის მომზადებას. გადამუშავებული ნედლეულის გამოყენებით ვაწარმოებთ ქაღალდს თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესისა და დადგენილი ხარისხობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ხარისხის კონტროლი წარმოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი Mütek™️ by BTG ლაბორატორიული მოწყობილობებით, რომლებიც გამოიყენება ქაღალდისა და ბოჭკოვანი მასალის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების მაღალი სიზუსტით განსაზღვრისთვის.

ჩვენი მისია რატომ ჩვენ
2021
დაარსების წელი
01
მაკულატურის მიღება და გადამუშავება
02
ქაღალდის წარმოება
03
ხარისხის კონტროლი
favoriteროგორ ვმუშაობთ

სამი ძირითადი მიმართულება

recycling

მაკულატურის მიღება და გადამუშავება

ვიღებთ შესაბამისი კატეგორიის მეორად ქაღალდს, ვახორციელებთ მის დახარისხებას, გადამუშავებასა და საწარმოო პროცესისთვის მომზადებას.

precision_manufacturing

ქაღალდის წარმოება

გადამუშავებული ნედლეულის გამოყენებით ვაწარმოებთ ქაღალდს თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესისა და დადგენილი ხარისხობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

verified

ხარისხის კონტროლი

წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოწმდება ნედლეულის, ტექნოლოგიური პროცესისა და მზა პროდუქციის ძირითადი პარამეტრები. ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება ნედლეულზე, საწარმოო პროცესსა და მზა პროდუქციაზე — სტაბილური ხარისხისა და ეფექტიანი მართვისთვის.

health_and_safetyღირებულება

უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა

თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და კეთილდღეობა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტია.

shield

უსაფრთხო გარემო

ვქმნით უსაფრთხო სამუშაო გარემოს — რისკების იდენტიფიცირება, პრევენცია და უსაფრთხოების კულტურის მუდმივი განვითარება.

school

სწავლება და ინსტრუქტაჟი

უსაფრთხოების მართვა ეფუძნება რისკების შეფასებას, თანამშრომელთა რეგულარულ სწავლებასა და ინსტრუქტაჟს.

visibility

მონიტორინგი

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამუშაო პროცესების მუდმივი მონიტორინგი და უწყვეტი გაუმჯობესება.

groups

პასუხისმგებლობის კულტურა

უსაფრთხოება მხოლოდ წესების დაცვა არ არის — ეს არის კულტურა, სადაც თითოეული თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობს.

შრომის უსაფრთხოება წარმოების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღებისა და ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ვაგრძელებთ სტანდარტების განვითარებას, რათა ყველა თანამშრომელი ყოველდღე უსაფრთხოდ იწყებდეს და უსაფრთხოდ ასრულებდეს სამუშაო დღეს.

recyclingფილოსოფია

ცირკულარული ეკონომიკა

მომავლის წარმოება პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებით.

Green Paper-ში გვჯერა, რომ რესურსების გონივრული გამოყენება მდგრადი განვითარების საფუძველია. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს — მასალების მაქსიმალურად ხანგრძლივი გამოყენება, ნარჩენების შემცირება და რესურსების ხელახალი დაბრუნება საწარმოო ციკლში.

ვაქცევთ გამოყენებულ ქაღალდს ახალ ნედლეულად, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კვლავ ხარისხიან პროდუქტად გარდაიქმნება. ეს არის პასუხისმგებლიანი მართვის ფილოსოფია, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხს, ეფექტიანობასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას.

წაიკითხეთ სრულად