ხშირად დასმული კითხვები
პასუხები პროდუქციაზე, მიწოდებაზე, პარტნიორობასა და მდგრადობაზე. თუ აქ ვერ იპოვეთ საჭირო ინფორმაცია, დაგვიკავშირდით — სიამოვნებით დაგეხმარებით კონკრეტულ შემთხვევაში.
როდის დაარსდა Green Paper?
კომპანია დაარსდა 2021 წელს. მას შემდეგ ვმუშაობთ მეორადი ქაღალდის შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ხარისხიანი ქაღალდის წარმოებაზე ნატახტარში.
რა პროდუქტებს აწარმოებს Green Paper?
ამჟამად ვაწარმოებთ ტესტლაინერსა და ფლუტინგს გოფრირებული მუყაოსთვის. ეს ორი პროდუქტი ქმნის გოფრო-ყუთის ძირითად ფენებს — გარე/შიდა საფარს და ტალღოვან შუა ფენას.
მალე დაემატება ვაითტესტლაინერი ბეჭდვადი და პრემიუმ შეფუთვისთვის. დეტალური აღწერილობები იხილეთ პროდუქციის გვერდზე.
რა ნედლეულს იყენებთ?
ვიყენებთ მეორად ქაღალდს (მაკულატურას). ვიღებთ შესაბამისი კატეგორიის მეორად ქაღალდს, ვახორციელებთ მის დახარისხებას, გადამუშავებასა და საწარმოო პროცესისთვის მომზადებას.
გადამუშავებული ნედლეულის გამოყენებით ვაწარმოებთ ქაღალდს თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესისა და დადგენილი ხარისხობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სად მდებარეობს საწარმო?
საწარმო მდებარეობს მცხეთის რაიონში, ნატახტარში. ეს ლოკაცია გვაძლევს მოხერხებულ წვდომას თბილისისა და რეგიონების მიმართულებით.
დეტალური მისამართისთვის და რუკისთვის იხილეთ კონტაქტის გვერდი. ვიზიტამდე სასურველია წინასწარი დაკავშირება.
როგორ შემიძლია მაკულატურის ჩაბარება?
ვიღებთ შესაბამისი კატეგორიის მეორად ქაღალდს. დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ფორმით — განვიხილავთ მიღების პირობებს.
მეტი დეტალი იხილეთ მაკულატურის მიღების გვერდზე ან სერვისებში.
რა არის მიწოდების პირობები?
მიწოდება ხდება შეთანხმებული გრაფიკით მთელი საქართველოს მასშტაბით. მოცულობა, ფორმატი და ვადები ინდივიდუალურად განისაზღვრება — თქვენი წარმოების რიტმის გათვალისწინებით.
რეგულარული პარტნიორობის შემთხვევაში ვადგენთ პროგნოზირებად გრაფიკს, რომ თქვენი ხაზი არ დარჩეს ნედლეულის გარეშე. იხილეთ მიწოდების სერვისი.
შეგიძლიათ ნიმუშების მოწოდება?
დიახ — ნიმუშებისა და სპეციფიკაციის შესახებ დაგვიკავშირდით კონტაქტით ან დარეკეთ 551 99 01 82 / 555 12 07 73.
გვითხარით, რა პროდუქტი გაინტერესებთ და რა მოცულობას განიხილავთ .
როგორ გავხდე პარტნიორი?
გაეცანით პარტნიორების გვერდს და გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა. განვიხილავთ შეგროვების, მიწოდების ან კომბინირებული თანამშრომლობის ფორმატს.
პირველ ეტაპზე საკმარისია მოკლე აღწერა: ვინ ხართ, რა მოცულობა გაქვთ და რა გჭირდებათ. შემდეგ ერთად შევთანხმდებით პირობებზე.
გაქვთ ვაკანსიები?
ღია პოზიციები იხილეთ ვაკანსიების გვერდზე. თუ შესაფერისი ვაკანსია არ ჩანს, გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე info@greenpaper.ge.
უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა — თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტია.
რა არის სამუშაო საათები?
ორშაბათი – პარასკევი · 10:00 – 18:00. საუკეთესოა წინასწარ დაკავშირება ვიზიტამდე ან შეხვედრამდე.
სამუშაო საათებში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე — ვცდილობთ სწრაფად ვუპასუხოთ.
რა განსხვავებაა ტესტლაინერსა და ფლუტინგს შორის?
ტესტლაინერი გამოიყენება გოფრირებული მუყაოს გარე და შიდა ფენებისთვის — ის ანიჭებს ყუთს სიხისტესა და გამძლეობას.
ფლუტინგი არის ტალღოვანი შუა ფენა, რომელიც უზრუნველყოფს ამორტიზაციას და დატვირთვის ატანას. ერთად ისინი ქმნიან სრულ გოფრო-კომპლექტს.
შეგიძლიათ მცირე მოცულობის მიწოდებაც?
დიახ — მოცულობას ინდივიდუალურად განვიხილავთ. მცირე და საშუალო პარტნიორებისთვისაც ვეძებთ პრაქტიკულ ფორმატს, თუმცა პირობები დამოკიდებულია ლოკაციასა და გრაფიკზე.
დაგვიკავშირდით და გვითხარით თქვენი სავარაუდო მოთხოვნა — შემოგთავაზებთ რეალისტურ ვარიანტს.
როგორ ხდება ხარისხის კონტროლი?
ხარისხის კონტროლი წარმოების განუყოფელი ნაწილია. წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოწმდება ნედლეულის, ტექნოლოგიური პროცესისა და მზა პროდუქციის ძირითადი პარამეტრები.
ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი Mütek™️ by BTG ლაბორატორიული მოწყობილობებით. მეტი დეტალი იხილეთ ხარისხის კონტროლის გვერდზე.
რატომ არის გადამუშავებული ქაღალდი მნიშვნელოვანი?
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს: მასალების ხანგრძლივი გამოყენება, ნარჩენების შემცირება და რესურსების ხელახალი დაბრუნება საწარმოო ციკლში.
გამოყენებულ ქაღალდს ვაქცევთ ახალ ნედლეულად და ხარისხიან პროდუქტად — მცირდება პირველადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების საჭიროება. მეტი იხილეთ ფილოსოფიაში.