როგორ ვამოწმებთ ხარისხს
ხარისხის კონტროლი წარმოების განუყოფელი ნაწილია. ლაბორატორია აღჭურვილია Mütek™️ by BTG მოწყობილობებით.
Green Paper-ში ხარისხის კონტროლი წარმოების განუყოფელი ნაწილია. წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოწმდება ნედლეულის, ტექნოლოგიური პროცესისა და მზა პროდუქციის ძირითადი პარამეტრები.
ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი Mütek™️ by BTG ლაბორატორიული მოწყობილობებით, რომლებიც გამოიყენება ქაღალდისა და ბოჭკოვანი მასალის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების მაღალი სიზუსტით განსაზღვრისთვის.
ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება როგორც ნედლეულზე, ასევე საწარმოო პროცესისა და მზა პროდუქციის სხვადასხვა ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხსა და ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიან მართვას.
მეტი დეტალი იხილეთ ხარისხის კონტროლის გვერდზე ან დაგვიკავშირდით.